დამფუძნებლები


ნუნუ ჯავახიშვილი ქიმიკოსი, 1989–2006 წლებში იყო თბილისის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის ქიმიის სწავლების მეთოდიკის კათედრის გამგე. 1986 – 2004 წწ. ასწავლიდა ქიმიას თბილისის 31–, 90- და 23– საშუალო სკოლებში. არის ქიმიკოს პედაგოგთა ასოციაცია ,,სინთეზისპრეზიდენტი, საგანმანათლებლო ორგანიზაცია ,,დიდაქტიკისერთ-ერთი დამფუძნებელი; VII – X კლასების ქიმიის სახელმძღვანელოების თანაავტორი. სკოლების ქიმიის კაბინეტებისათვის რეაქტივებისა და ხელსაწყოების ნაკრების თანაავტორი.
ბასიაშვილი ეთერი – ფიზიკოსი, 1976-1977წწ. ქ. თბილისის 114-ე საშ. სკოლა - მასწავლებელი. 1981-1988წწ. პროფესიულ-ტექნიკური განათლების სახელმწიფო კომიტეტი - უფროსი მეთოდისტი. 1988-2001წწ. საქართველოს განათლების სამინისტრო სამეცნი-ერო ცენტრის-მეთოდისტი. 2002-2004 წწ. განათლების სამინისტროს სკოლამდელი აღზრდის, საშუალო განათლებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის სასწავლო-მეთოდური მუშაობის სამმართველო-უფროსის-მოადგილე. 2005წ. თბილისის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტინსტიტუტი სკოლათ-მცოდნეობის ლაბორატორიის გამგე. 2006წწ.-საგანმანათლებლო ორგანიზაცია ,,დიდაქტიკა’’ დამფუძნებელი.
ავტორია: ფიზიკის სახელმძღვანელოების-VI-XI კლასებისათვის, ფიზიკის ამოცანათა კრებულები –VII-XI კლასები, ამოცანათა ამოხსნა ფიზიკაში-VII_XI კლასები,

ტესტების კრებულები VII-XI კლასები. მეთოდური ნაშრომები ფიზიკაში.

მარიამ ბოჭორიშვილი – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი;
საგანმანთლებლო ორგანიზაცია „დიდაქტიკის დამფუძნებელი“ 5 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი მიკრობიოლოგიაში; VII კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელოს თანაავტორი; „ეკოლოგიური სისტემების შესავალი“ – დამხმარე სახელმძღვანელო ეკოლოგიაში საბაზო საფეხურის მოსწავლეთათვის;“ინტერაქტიული სწავლება ბიოლოგიაში “– VI-IX კლასის მოსწავლეთათვის; 1998–2006 წლებში მუშაობდა თბილისის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის ბიოლოგიის ლაბორატორიის მეთოდისტად - სადაც ახდენდა ბიოლოგიის მასწავლებლებისათვის კვალიფიკაციის კურსების ორგანიზებას და ჩატარებას; არასამთავრობო ორგანიზაცია „ბიოკლუბის “ დამფუძნებელი; ინსტიტუტი „პანაცეას“ – ლექტორი



ხათუნა რამიშვილი – ისტორიკოსი საგანმანთლებლო ორგანიზაცია „დიდაქტიკის დამფუძნებელი“ სამუშაო გამოცდილება 1977– 1992 წლებში თბილისის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის ბიბლმცოდნეობის კაბინეტის მეთოდისტი; 1997 წლიდან 2006 წლამდე ლაბორატორიის გამგე; ნიდერლანდების სამეფოს მიერ მიღებული აქვს გრანტი პროექტის „მოზარდთა დასაქმება სიღარიბის დასაძლევად“ განსახორციელებლად ––2005 წელს; მისი ხელმძღვანელობით 1992–2006 წლებში თბილისის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში ტარდებოდა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები სკოლის ბიბლიოთეკართათვის;