ტრენინგები და ტრენერები

სატრენინგო პროგრამების მოკლე აღწერა

ტრენინგის დასახელება

ახალი მიდგომები სწავლებასა და სწავლაში. შედეგსა და პიროვნებაზე ორიენტირებული სწავლება (ზოგადი კურსი)

სატრენინგო კურსის მოკლე აღწერა

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიმოხილვა;

მოსწავლის სასწავლო საჭიროებებისა და შესაძლებლობების დიაგნოსტირება;

მოსწავლის მოტივაციის ფაქტორების განსაზღვრა;

ინტერაქტიური და აქტიური მეთოდების უპირატესობა ტრანსმისიურ მეთოდებთან;

გაკვეთილის დაგეგმვა;

შეფსების ახალი სისტემის მიმოხილვა.

მოსალოდნელი შედეგები

ტრენინგის გავლის შემდეგ მასწავლებლები შეძლებენ:

პიროვნებასა და შედეგზე ორიენტირებული სწავლების არსის გაცნობიერებას, სწავლებისა და სწავლის

ახალი მიდგომების პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვას;

ახალი საგნობრივი პროგრამების (სტანდარტების) გამოყენებას სასწ. პროცესის დაგეგმვასა და წარმართვაში;

სწავლების თანამედროვე მეთოდებით საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებასა და მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას;

შეფასების ახალი სისტემის გაცნობიერებასა და პრაქტიკაში გამოყენებას.

  • ტრენინგის დასახელება

აღმზრდელობითი მუშაობის თანამედროვე ფორმები

სატრენინგო კურსის მოკლე აღწერა

საკლასო ორგანიზაციის ფორმირებისა და მართვის თენამედროვე ფორმები;

მშობელთა კრების მომზადებისა და ჩატარების ტექნიკა;

სკოლისა და ოჯახის ურთიერთთანამშრომლობის ფორმები;

კლასის საათის დაგეგმვა, მისი ეფექტიანობის მიღწევის გზები და საშუალებები;

საკლასო ექსკურსიების დაგეგმვა და ორგანიზება;

მშობელთა ჩართულობის ხელშემწყობი ღონისძიებები.

მოსალოდნელი შედეგები

ტრენინგის გავლის შემდეგ მასწავლებლები შეძლებენ:

საკლასო ერთობის ორგანიზებას, მისი საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვასა და წარმართვას;

მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობის გაზრდას სკოლის, კლასის საქმიანობაში;

მოსწავლეებს შორის, მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობის ეფექტური ფორმების დანერგვას.

ტრენინგის დასახელება

განვითარებისა და სწავლის თეორიები და მათი გამოყენება პრაქტიკაში (პრაქტიკული ფსიქოლოგიის კურსი)

სატრენინგო კურსის მოკლე აღწერა

განვითარებისა და სწავლის თეორიების მიმოხილვა;

მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები;

პედაგოგიური სტუაციების იმიტირება და ანალიზი.

მოსალოდნელი შედეგები

ტრენინგის გავლის შემდეგ მასწავლებლები შეძლებენ:

განვითარებისა და სწავლის თეორიების გაცნობიერებას და მათ დაკავშირებას პედაგოგიურ პრაქტიკასთან;

პროფესიული უნარების სრულყოფას;

ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებას სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისას;

მოსწავლის პიროვნული განვითარების ხელშეწყობას.

  • ტრენინგის დასახელება

სკოლის მართვა

სატრენინგო კურსის მოკლე აღწერა

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნები და თანამედროვე სკოლა;

სკოლის მისიისა და ხედვის განსაზღვრა;

სტრატეგიული დაგეგმარება;

სკოლის ნორმატიული ბაზის სრულყოფა (შიდაგანაწესისა და კოდექსის შექმნა);

სასკოლო დოკუმენტაციის წარმოება;

ფინანსური, ფიზიკური და ადამიანური რესურსების მართვა;

სასკოლო კონფლიქტები და მათი მართვა.

მოსალოდნელი შედეგები

ტრენინგის გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

სკოლის მისიისა და ხედვის განსაზღვრას;

სკოლის განვითარების გეგმის შედგენას;

ფინანსური რესურსების მოძიების გზებისა და საშუალებების განსაზღვრას;

სკოლის ნორმატიული დოკუმენტების შექმნა-წარმოებას;

ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანი მეთოდების გამოყენებას;

კონფლიქტური სიტუაციების რეგულირებისა და მართვის ფორმების ეფექტიან გამოყენებას.

  • ტრენინგის დასახელება

შეფასების ახალი სისტემა

სატრენინგო პროგრამის მოკლე აღწერა

შეფასების არსი, შეფასების მიზნები;

ეროვნული სასწ. გეგმის მოთხოვნები შეფასების მიმართ;

შეფასების ძირითადი პრინციპები;

შეფასების სახეები (დიაგნოსტირება, მიმდინარე და შემაჯამებელი შეფასება, განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებები);

შეფასების ფორმები. შეფასების სქემების შემუშავება.

მოსალოდნელი შედეგები

ტრენინგის გავლის შემდეგ მასწავლებლები შეძლებენ:

შეფასების ახალი სისტემის არსის, მისი მიზნების, პრინციპების გაცნობიერებას;

შეფასების სახეებისა და ფორმების მიზნობრივად გამოყენებას სასწავლო პროცესის სრულყოფისა და სწავლებისა და სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის.

  • ტრენინგის დასახელება
  • საგნობრივი კათედრების მუშაობა

სატრენინგო პროგრამის მოკლე აღწერა

საგნობრივი კათედრების ხელმძღვანელის როლი და ფუნქციები;

საგნობრივ ეროვნულსასწავლო გეგმებს შორის კორელაცია(საგანთა შორის კავშირები);

კათედრის დებულების და სამოქმედო გეგმოს შექმნა;

გაკვეთილის და ღონიძიებების დაგეგმვა და ანალიზი;

მონიტორინგი და შეფასება.

მოსალოდნელი შედეგები

ტრენინგის გავლის შემდეგ მასწავლებლები შეძლებენ:

კათედრის ხელმძღვანელის და წევრთაA როლის და ფუნქციების გააზრებას;

კათედრის დებულების და სამოქმედო გეგმის შედგენას;

სახელმძღვანელოების და დამატებითი ლიტერატურის შერჩევის კრიტერიუმების შემუშავებას;

გაკვეთილების დაგეგმვასა და ანალიზს;

ღონიძიებების დაგეგმვას და ორგანიზებას;

კათედრის მუშაობის მონიტორინგს და შეფასებას.

ტრენინგს უძღვებიან ახალი სახელმძღვანელოების ავტორები, პროექტ ილია ჭავჭავაძისადა სხვა აპრობირებული პროგრამების ტრენერები და ექსპერტები.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: