ისტორია

საგანმანათლებლო ორგანიზაცია ,,დიდაქტიკის

საქმიანობის მოკლე მიმოხილვა (2006-2008 ..

2006-2008 წლებში ორგანიზაციამ ჩაატარა 95 სხვადასხვა სახის საწვრთნელი მეცადინეობა, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 1900-მა პედაგოგმა. ,,დიდაქტიკამუკვე მოიპოვა მასწავლებელთა ნდობა და აღიარება. ამას მეტყველებს თუნდაც ის შეფასებები, რომლებსაც მასწავლებლები წერენ ანონიმურ მცირე ესეებში.

საქართველოს სკოლებში ინტენსიურად მინდინარეობს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის, სწავლებისა და სწავლის თანამედროვე მიდგომების დანერგვის პროცესი. პედაგოგთა დიდ ნაწილს ამ პროცესში დაუგროვდა უაღრესად საინტერესო გამოცდილება. იმისათვის, რომ მათი საქმიანობა ღია და გამჭვირვალე გახდეს, ხელი შეეწყოს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, “დიდაქტიკათავის სატრენინგო პროგრამებში დიდ ადგილს უთმობს სწორედ მასწავლებელთა პრაქტიკული გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.

საგანმანათლებლო ორგანიზაცია ,,დიდაქტიკამჩაატარა მოსწავლეთა საგნობრივი ოლიმპიადები და კონფერენციები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემეტიკასა და ინგლისურში, (03.06.-2008 .) რომლებშიც მონაწოლეობა მიიღო 1500-ზე მეტმა მოსწავლემ, აქედან 16 მოსწავლე დაჯილდოვდა ფულადი პრემიებით, 202-კი ფასიანი საჩუქრებითა და დიპლომებით.

ოლიმპიადებზე მაღალი შედეგები აჩვენეს არასახელმწიფო საერო სკოლების ,,ალბიონი”, ,,ქართულ-ამერიკული სკოლა”, ,,ბინული”, ასევე 47-, 147- საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.

K კონფერენციებისა და ოლიმპიადების შედეგები მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ეს ჩვენი ტრენინგების მონაწილე მასწავლებელთა საქმიანობის შეფა- სების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფორმად შეიძლება ჩაითვალოს. თავის მხრივ, მასწავლებელთა საქმიანობის შეფასება პირდაპირ კავშირშია ტრე- ნინგების ეფექტიანობის შეფასებასთან.

ფართო გამოხმაურება ჰპოვა ორგანიზაციის მიერ შეთავაზებულმა პროექტმა მოსწავლეთა ტესტირებები IV-XI კლასების ჩათვლით ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ინგლისურში. ტესტირებების საშუალებით შესაძლებელი გახდა სკოლებში აკადემიური მოსწრებისა და უნარების შეფასება და სასწავლო პროცესის ერთგვარი მონიტორინგი. ტესტირებებში ჩაებნენ გურჯაანის რაიონის სოფ. გურჯაანისა და ველისციხის საჯარო სკოლები. ასევე 166- საჯარო სკოლის მოთხოვნით ჩატარდა შემაჯამებელი ტესტირება. ზოგად უნარებში, ქართულში, მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო საგნებში, უცხო ენებსა და საზოგადოებრივ მეცნიერებებში ტესტირების შედეგების ანალიზის საფუძველზე სკოლებისათვის შეთავაზებულმა რეკომენდაციებმა დიდი დახმარება გაუწია პედაგოგებს სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში.
,,
დიდაქტიკაეწევა საქველმოქმედო საქმიანობასაც. ორგანიზაციამ ფულ-ადი დახმარება გაუწია ძეგვის ბავშვთა სახლს, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერსა და სამაჩაბლოშო ომის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ლტოლვილ მოსახლეობას.

საგანმანათლებლო ორგანიზაცია ,,დიდაქტიკა

საგანმანათლებლო ორგანიზაცია ,,დიდაქტიკაშეიქმნა თბილისის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის ბაზაზე.

O ორგანიზაციის მიზანია პედაგოგთა უწყვეტი პროფესიული განვითარება, რათა ხელი შეეწყოს სასწავლო დაწესებულებებში:

სასწავლო პროცესის სრულყოფას;

სწავლებისა და სწავლის ხარისხის ამაღლებას;

მართვის ხარისხის გაუმჯობესებას;

ინოვაციების დანერგვას;

დემოკრატიული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებას.

Aამ მიზნის განსახორციელებლად ,,დიდაქტიკაატარებს:

  • წვრთნი (ტრენინგის) ტიპის მეცადინეობებს მასწავლებელთათვის საინტერესო საკითხებზე.
  • მოსწავლეთა საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონფერენციებს, სხვადასხვა სახის კონკურსებს, ტრენინგებს მოსწავლეებისათვის.

გსურთ გაუმკლავდეთ პრობლემებს სწავლებასა და სწავლაში? მიმართეთდიდაქტიკას”. ის საიმედო პარტნიორობას გაგიწევთ.