ტრენინგები და ტრენერები

სატრენინგო პროგრამების მოკლე აღწერა

ტრენინგის დასახელება

ახალი მიდგომები სწავლებასა და სწავლაში. შედეგსა და პიროვნებაზე ორიენტირებული სწავლება (ზოგადი კურსი)

სატრენინგო კურსის მოკლე აღწერა

• ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიმოხილვა;

• მოსწავლის სასწავლო საჭიროებებისა და შესაძლებლობების დიაგნოსტირება;

• მოსწავლის მოტივაციის ფაქტორების განსაზღვრა;

• ინტერაქტიური და აქტიური მეთოდების უპირატესობა ტრანსმისიურ მეთოდებთან;

• გაკვეთილის დაგეგმვა;

• შეფსების ახალი სისტემის მიმოხილვა.

მოსალოდნელი შედეგები

ტრენინგის გავლის შემდეგ მასწავლებლები შეძლებენ:

• პიროვნებასა და შედეგზე ორიენტირებული სწავლების არსის გაცნობიერებას, სწავლებისა და სწავლის

ახალი მიდგომების პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვას;

• ახალი საგნობრივი პროგრამების (სტანდარტების) გამოყენებას სასწ. პროცესის დაგეგმვასა და წარმართვაში;

• სწავლების თანამედროვე მეთოდებით საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებასა და მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას;

• შეფასების ახალი სისტემის გაცნობიერებასა და პრაქტიკაში გამოყენებას.

  • ტრენინგის დასახელება

აღმზრდელობითი მუშაობის თანამედროვე ფორმები

სატრენინგო კურსის მოკლე აღწერა

• საკლასო ორგანიზაციის ფორმირებისა და მართვის თენამედროვე ფორმები;

• მშობელთა კრების მომზადებისა და ჩატარების ტექნიკა;

• სკოლისა და ოჯახის ურთიერთთანამშრომლობის ფორმები;

• კლასის საათის დაგეგმვა, მისი ეფექტიანობის მიღწევის გზები და საშუალებები;

• საკლასო ექსკურსიების დაგეგმვა და ორგანიზება;

• მშობელთა ჩართულობის ხელშემწყობი ღონისძიებები.

მოსალოდნელი შედეგები

ტრენინგის გავლის შემდეგ მასწავლებლები შეძლებენ:

• საკლასო ერთობის ორგანიზებას, მისი საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვასა და წარმართვას;

• მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობის გაზრდას სკოლის, კლასის საქმიანობაში;

• მოსწავლეებს შორის, მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობის ეფექტური ფორმების დანერგვას.

ტრენინგის დასახელება

განვითარებისა და სწავლის თეორიები და მათი გამოყენება პრაქტიკაში (პრაქტიკული ფსიქოლოგიის კურსი)

სატრენინგო კურსის მოკლე აღწერა

• განვითარებისა და სწავლის თეორიების მიმოხილვა;

• მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები;

• პედაგოგიური სტუაციების იმიტირება და ანალიზი.

მოსალოდნელი შედეგები

ტრენინგის გავლის შემდეგ მასწავლებლები შეძლებენ:

• განვითარებისა და სწავლის თეორიების გაცნობიერებას და მათ დაკავშირებას პედაგოგიურ პრაქტიკასთან;

• პროფესიული უნარების სრულყოფას;

• ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებას სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისას;

• მოსწავლის პიროვნული განვითარების ხელშეწყობას.

  • ტრენინგის დასახელება

სკოლის მართვა

სატრენინგო კურსის მოკლე აღწერა

• ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნები და თანამედროვე სკოლა;

• სკოლის მისიისა და ხედვის განსაზღვრა;

• სტრატეგიული დაგეგმარება;

• სკოლის ნორმატიული ბაზის სრულყოფა (შიდაგანაწესისა და კოდექსის შექმნა);

• სასკოლო დოკუმენტაციის წარმოება;

• ფინანსური, ფიზიკური და ადამიანური რესურსების მართვა;

• სასკოლო კონფლიქტები და მათი მართვა.

მოსალოდნელი შედეგები

ტრენინგის გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

• სკოლის მისიისა და ხედვის განსაზღვრას;

• სკოლის განვითარების გეგმის შედგენას;

• ფინანსური რესურსების მოძიების გზებისა და საშუალებების განსაზღვრას;

• სკოლის ნორმატიული დოკუმენტების შექმნა-წარმოებას;

• ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანი მეთოდების გამოყენებას;

• კონფლიქტური სიტუაციების რეგულირებისა და მართვის ფორმების ეფექტიან გამოყენებას.

  • ტრენინგის დასახელება

შეფასების ახალი სისტემა

სატრენინგო პროგრამის მოკლე აღწერა

• შეფასების არსი, შეფასების მიზნები;

• ეროვნული სასწ. გეგმის მოთხოვნები შეფასების მიმართ;

• შეფასების ძირითადი პრინციპები;

• შეფასების სახეები (დიაგნოსტირება, მიმდინარე და შემაჯამებელი შეფასება, განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებები);

• შეფასების ფორმები. შეფასების სქემების შემუშავება.

მოსალოდნელი შედეგები

ტრენინგის გავლის შემდეგ მასწავლებლები შეძლებენ:

• შეფასების ახალი სისტემის არსის, მისი მიზნების, პრინციპების გაცნობიერებას;

• შეფასების სახეებისა და ფორმების მიზნობრივად გამოყენებას სასწავლო პროცესის სრულყოფისა და სწავლებისა და სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის.

  • ტრენინგის დასახელება
  • საგნობრივი კათედრების მუშაობა

სატრენინგო პროგრამის მოკლე აღწერა

• საგნობრივი კათედრების ხელმძღვანელის როლი და ფუნქციები;

• საგნობრივ ეროვნულსასწავლო გეგმებს შორის კორელაცია(საგანთა შორის კავშირები);

• კათედრის დებულების და სამოქმედო გეგმოს შექმნა;

• გაკვეთილის და ღონიძიებების დაგეგმვა და ანალიზი;

• მონიტორინგი და შეფასება.

მოსალოდნელი შედეგები

ტრენინგის გავლის შემდეგ მასწავლებლები შეძლებენ:

• კათედრის ხელმძღვანელის და წევრთაA როლის და ფუნქციების გააზრებას;

• კათედრის დებულების და სამოქმედო გეგმის შედგენას;

• სახელმძღვანელოების და დამატებითი ლიტერატურის შერჩევის კრიტერიუმების შემუშავებას;

• გაკვეთილების დაგეგმვასა და ანალიზს;

• ღონიძიებების დაგეგმვას და ორგანიზებას;

• კათედრის მუშაობის მონიტორინგს და შეფასებას.

ტრენინგს უძღვებიან ახალი სახელმძღვანელოების ავტორები, პროექტ „ილია ჭავჭავაძისა“ და სხვა აპრობირებული პროგრამების ტრენერები და ექსპერტები.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: